დუშეთში „მეტადონის" რეალიზატორი დააკავეს

პოლიციამ ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა განახორციელა.
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით დუშეთში 51 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამეგრელო-ზემო სვანეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მისი პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილ ნარკოტიკულ საშუალება „მეტადონს" სისტემატურად ასაღებდა. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს მისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ ბრალდებულის მიერ გასაღებული ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს და 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.