ბათუმში 14 წლის გოგონას მოპედი დაეჯახა

შეჯახების მომენტში მოზარდი „ზებრაზე“ გადადიოდა
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მოპედი არასრულწლოვანს დაეჯახა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

სვანეთის გზაზე ჩინელი ტურისტი დაიღუპა

დაშავებული 14 წლის გოგონა ​ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმების ცნობით,  მას თავის არეში ტკივილები აღენიშნებოდა, ასევე ჰქონდა ჭრილობა ფეხზე. 

 თვითმხილველების განცხადებით, გოგონას მოპედი მაშინ დაეჯახა, როცა ის  „ზებრა'' გადასასვლელზე გადადიოდა. 

გამოძიება სსკ-ის  276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.