63 წლის მამაკაცმა ცოლის მოკვლა სცადა

ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ცოლი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თბილისში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა 63 წლის მამაკაცმა ცოლის მოკვლა სცადა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში ქმარს მეუღლე და შვილები ჩაკეტილი ჰყავდა და მოკვლით ემუქრებოდა

შემთხვევა 28 ივლისს მოხდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა ოჯახური კონფლიქტის დროს 50 წლის ქალს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.

შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად დაზარალებული ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ მამაკაცი მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში ახმეტაში დააკავა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.