ზუგდიდში ჭაში მიწის ქვეშ მოყოლილი 72 წლის მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილი ეზოში ჭას თხრიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ნაშალმა დაახლოებით 9 მეტრის სიღრმეში მყოფი 72 წლის მამაკაცი მოიყოლა.
Sputnik

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ზუგდიდში ჭის თხრისას მიწის ქვეშ მოყოლილი 72 წლის მამაკაცი 13-საათიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ზუგდიდში მიწის ნაშალმა 72 წლის მამაკაცი ჭაში მოიყოლა

ცხედარი ქუთაისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

შემთხვევა ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილი ეზოში ჭას თხრიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ნაშალმა დაახლოებით 9 მეტრის სიღრმეში მყოფი 72 წლის მამაკაცი მოიყოლა.

მოხუცი დაქირავებული მუშა იყო და ის შვილთან ერთად წლების განმავლობაში მსგავს საქმიანობას ეწეოდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.