ყვარელში სახლის ნანგრევებში მამაკაცი მოყვა

დაშავებული სტაციონარშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ყვარელში საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის დროს კედელი ჩამოინგრა და მუშა მოიყოლა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზუგდიდში ჭაში მიწის ქვეშ მოყოლილი 72 წლის მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

შემთხვევა სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე დღეს მოხდა.

საბედნიეროდ, მაშველებმა ნანგრევებიდან მუშის დროულად ამოყვანა და გადარჩენა შეძლეს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, ასევე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.