სტიქია აღმოსავლეთ საქართველოში: თეთრიწყაროს რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

თეთრიწყაროში სეტყვამ სასოფლო–სამეურნეო კულტურები და სახლის სახურავები დააზიანა
Sputnik

თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. ძლიერმა სეტყვამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დააზარალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სოფელ წინწყაროში სასოფლო-სამეურნეო კულტურები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავია დაზიანებული.

დასეტყვილია ასევე სოფლები გოლთეთი და მარაბდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის ზარალი მიაყენა სეტყვამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს.