ყვითელი ამბები

„შორენა, ეს ნამდვილად შენი შვილია?“ – ბეგაშვილმა ევას ახალი ფოტო გამოაქვეყნა

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი დედაზე არანაკლებ პოპულარულია.
Sputnik

მსახიობი და მოდელი შორენა ბეგაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მარტივად ექცევა. მით უმეტეს, როდესაც ევას ფოტოს აქვეყნებს. უმშვენიერესი ევა ბარბაქაძე დღიდან დღემდე იხვეწება და მალე დედის სილამაზეს დაჩრდილავს.

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი დედაზე არანაკლებ პოპულარულია. ევა ბარბაქაძე შორენა ბეგაშვილს ადრეულ ასაკში, პირველი ქორწინებიდან შეეძინა. გოგონამ ცოტა ხნის წინ სკოლა დაამთავრა. შორენას ქალიშვილი დედას ძალიან ჰგავს.

საზოგადოებისთვის უცნობია ევამ რა პროფესია აირჩია, მაგრამ გოგონას გამოსაშვები საღამოს დეტალებს მთელი თბილისი დიდი ინტერესით ელოდა. შორენას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ევას შავი, დახვეწილი კაბა აცვია, რომელსაც ღრმა დეკოლტე ამშვენებს.

ევა ბავშვობიდან სექსუალურ დედასთან ერთად გამორჩეულ ფოტოსესიებში მონაწილეობს. გოგონა რამდენიმე ბრენდის სახე იყო, მათ შორის თურქული კლინიკის, რომელშიც ევას საპასუხისმგებლო ოპერაციები ჩაუტარეს ხერხემალზე. სამწუხაროდ, 2016 წელს შორენა ბეგაშვილსა და ევა ბარბაქაძეს უბედურება თავს მოულოდნელად დაატყდათ.

ტელეწამყვანის ქალიშვილი მე-5 სართულიდან გადმოვარდა, როდესაც ფანჯრის რაფაზე იჯდა. საავადმყოფოში გადაყვანისას მოზარდის ჯანმრთელობა მძიმედ შეფასდა და ის მალე ხერხემლის მრავლობითი დაზიანებებით თურქეთში გადაიყვანეს.

ევას 17 ოპერაცია ჩაუტარდა. საბედნიეროდ, გოგონას ორგანიზმი ძლიერი გამოდგა და მრავალი ძალისხმევისა და რეაბილიტაციის კურსის შედეგად ახლა შეუდარებლად გამოიყურება. ევას და შორენას მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. აღნიშნავენ, რომ ერთმანეთს არ ეკამათებიან. ევას შორენას რჩევები ძალიან უყვარს და დედას არაფერს უმალავს.