სამების ტაძართან ახლოს ხანძარია

ცეცხლს სამი სახანძრო ბრიგადა ებრძვის.
Sputnik

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. მეხანძრეები კუმისის ქუჩაზე, სამების ტაძართან ახლოს საცხოვრებელის სახლის სახურავზე გაჩენილ ცეცხლს ებრძვიან, აცნობეს ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სახლი კუმისის ქუჩის N32-ში მდებარეობს. ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.