მსოფლიო დღეს

ლეონარდო დი კაპრიო ციმბირის ხანძრებზე წუხს

რუსი მომხმარებლები აღაფრთოვანა ლეონარდო დი კაპრიოს ერთგვარმა გულშემატკივრობამ და არაერთი კომენტარი დატოვეს მსახიობის პუბლიკაციაზე „ინსტაგრამში“.
Sputnik

თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ჰოლივუდის ვარსკვლავმა ლეონარდო დი კაპრიომ საკუთარ Instagram-აკაუნტზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ციმბირში მიმდინარე ტყის ხანძრებთან დაკავშირებით გამოთქვამს მოსაზრებას.

„პოლარული წრე უამრავი ტყის ხანძრით ზარალდება. ცეცხლის კერებია გრენლანდიაში, ციმბირსა და ალასკაზე, და ეს კოსმოსიდანაც შეიძლება დაინახო. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამ ხანძრებით იმდენი ნახშირორჟანგი გამოიყო ერთ თვეში, რამდენსაც მთელი შვედეთი გამოყოფს წლის განმავლობაში“, – წერს მსახიობი. 

რუსი მომხმარებლები აღაფრთოვანა ლეონარდო დი კაპრიოს ერთგვარმა გულშემატკივრობამ და არაერთი კომენტარი დატოვეს პუბლიკაციაზე: „ლეო, ძმაო, მაგარი ხარ“, „მადლობა, ლეო, არ დაგივიწყებთ“, „მადლობა ლოვუშკა“...