დიტო ცინცაძის „შინდისი“ ამერიკული „ოსკარისთვის“ იბრძოლებს

ქართველმა კინოკრიტიკოსებმა პრესტიჟულ პრემიაზე წარსადგენი ფილმი ხუთ ნამუშევარს შორის შეარჩიეს.
Sputnik

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. აშშ-ის კინოაკადემიის პრემია „ოსკარზე" ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი" საქართველოდან რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმი „შინდისი“ იქნება წარდგენილი, ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რომელი ქართული ფილმი იბრძოლებს „ოსკარისთვის"?

ფილმის შერჩევა ფარული კენჭისყრის გზით მოხდა. ფილმ „შინდისს“ ჟიურის 12 წევრიდან, რომელთა შემადგენლობაში იყვნენ ცნობილი რეჟისორები, მსახიობები, კინოკრიტიკოსები და ხელოვნების მოღვაწეები, მხარი 10-მა დაუჭირა.

„შინდისთან“ ერთად „ოსკარზე“ წარსადგენ ფილმებს შორის იყო კიდევ ოთხი ფილმი: „აღლუმი" (რეჟ. ნინო ჟვანია), „სანამ მამა დაბრუნდება" (მარი გულბიანი), „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე" (დიმიტრი ცინცაძე) და „მეზობლები" (გიგიშა აბაშიძე).

ფილმი „შინდისი“ მოგვითხრობს სოფლის ისტორიას, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომი გადაიტანა. ფილმი ეფუძნება რეალურ ისტორიებს და დაღუპული გმირების ხსოვნას ეძღვნება.

აშშ-ის კინოაკადემიის ადმინისტრაციამ რიგით 92-ე ცერემონიის გამართვის თარიღი უკვე შეარჩია – 2020 წლის 9 თებერვალი.