„საბურთალომ“ ხორვატი ფეხბურთელების დამარცხება ვერ შეძლო – ფოტო

Sputnik

თბილისურმა საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე შესარჩევ რაუნდში ზაგრების „დინამოსთან“ მარცხი განიცადა ანგარიშით 0:3. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ ჩატარდა შეხვედრა.

უეფას ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის მიუხედავად გიორგი ჭიაბრიშვილის აღსაზრდელები ევროთასების კამპანიაში კვლავ რჩებიან. „საბურთალო“ უეფას ევროპის ლიგის მესამე შესარჩევ რაუნდში განაგრძობს გამოსვლას. ქართული კლუბის მეტოქე ერევნის „არარატი“ იქნება.

პირველი შეხვედრა „საბურთალოსა“ და „არარატს“ შორის 8 აგვისტოს ერევანში გაიმართება, საპასუხო მატჩი კი – ერთი კვირის შემდეგ თბილისში.

 

1 / 10
თბილისის საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ ზაგრების „დინამოსთან“ გასვლაზე 0:3 ანგარიშით დამარცხდა
2 / 10
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე შესარჩევ რაუნდში „საბურთალო“ დამარცხდა
3 / 10
მიუხედავად იმისა, რომ თბილისურ კლუბს გოლის გატანის შანსები ქონდა, მათი რეალიზება ვერ მოხერხდა
4 / 10
მასპინძლებმა „საბურთალოს“ ყველა გოლი მატჩის მეორე ტაიმში გაუტანეს
5 / 10
ორი მატჩის შეჯამებით საქართველოს ჩემპიონმა ზაგრების „დინამოსთან“ 0:5 ანგარიშით წააგო
6 / 10
ანგარიში 77-ე წუთზე მისლავ ორსიჩმა გახდნა. 88-ე წუთზე ტაბლოზე ბრუნო პეტკოვიჩის სახელიც გამჩნდა. დამატებით დროში უკანასკნელი ბურთი „დინამოს“ ესპანელმა ლეგიონერმა - დანი ოლმომ გაიტანა
7 / 10
უეფას ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის მიუხედავად, გიორგი ჭიაბრიშვილის აღსაზრდელები ევროპის თასის კამპანიაში კვლავ რჩებიან
8 / 10
„საბურთალო“ განაგრძოს უეფას ევროპის ლიგაში მონაწილეობას მესამე შესარჩევ რაუნდში
9 / 10
ქართული კლუბის მეტოქე უეფას ევროპის ლიგაზე ერევნის „არარატი“ იქნება
10 / 10
პირველი შეხვედრა „საბურთალოსა“ და „არარატს“ შორის 8 აგვისტოს ერევანში შედგება, საპასუხო მატჩი კი - ერთი კვირის შემდეგ თბილისში გაიმართება