თბილისის კლინიკამ ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო – ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ

გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკამ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით მიიღო.
Sputnik

თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე „მრავალპროფილურმა სამედიცინო ცენტრმა“ შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიიღო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკამ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით მიიღო.

ამ დროისათვის ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველები. მიუხედავად იმისა, რომ ევაკუაცია არ გამოცხადებულა, შენობა ხალხის ნაწილმა მაინც დატოვა.