ზუგდიდში მიწის ნაშალმა 72 წლის მამაკაცი ჭაში მოიყოლა

მამაკაცის ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
Sputnik

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. მამაკაცი, რომელიც საკუთარ ეზოში ჭას თხრიდა, მიწის ნაშალმა მოიყოლა, იუწყება შემთხვევის ადგილიდან „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

ჭაში ჩავარდნილი 2 წლის ბიჭუნას სამაშველო ოპერაცია დასასრულს უახლოვდება

შემთხვევა ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილი ჭას თხრიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ნაშალმა დაახლოებით 9 მეტრის სიღრმეში მყოფი 72 წლის მამაკაცი მოიყოლა.

მამაკაცის ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ნიკა ლატარია