ყვითელი ამბები

„ენამწკლარტე არ უნდა იყო...“ – ვინ არის კაცი, რომელიც მოცეკვავემ სცემა

თეა დარჩია „სუხიშვილების“ გამორჩეული მოცეკვავეა.
Sputnik

ცნობილი მოცეკვავე თეა დარჩია იხსენებს, როგორ სცემა ბავშვობაში მისი პირველი სიყვარული. როგორც მოცეკვავემ გადაცემა „ფარულ კონვერტში“ განაცხადა, მისი ვინაობის გამჟღავნებას არ აპირებს, რადგან ამ ადამიანთან დღემდე მეგობრობს, მას ოჯახი ჰყავს და თანხის მოგების სანაცვლოდ ამ ადამიანისთვის დისკომფორტის შექმნას არ აპირებს.

 დარჩია იხსენებს, რომ ეს სკოლის პერიოდში მოხდა, მამამისი მას კარატეზე ატარებდა და ერთ-ერთი ილეთის „გატესტვა“ მის შეყვარებულზე გადაწყვიტა, რის გამოც ეს უკანასკნელი კლინიკაში მოხვდა.
„სინდისის ქენჯნა არ მქონია. არც ახლა მაქვს. იგივეს ვიზამდი, ახლაც რომ მიმიშვან, იმიტომ რომ ენამწკლარტე არ უნდა იყო“, – ამბობს თეა დარჩია.