ყვითელი ამბები

სოფო ბედიამ 17 კილოგრამი დაიკლო – მომღერალს ვეღარ იცნობთ

მომღერალი სოფო ბედია დეკემბერში მეორე შვილის დედა გახდა. ახალგაზრდა დედა სცენაზე პატარა ანდრიას დაბადებიდან რამდენიმე დღეში გავიდა, თუმცა ზედმეტი კილოგრამების სამშობიაროში დატოვება ვერ შეძლო.
Sputnik

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბოლოდროინდელი ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, მომღერალი არაჩვეულებრივ ფორმაშია. როგორც ჩანს, მეორე შვილის გაჩენის შემდეგ სოფო ფორმაში ჩადგა.

„როცა საკუთარი თავის იმედი გაქვს, როცა მიზანს ისახავ და სრულ შედეგს აღწევ, როცა უბრუნდები საკუთარ წონას და ეს გაბედნიერებს. და ამ ყველაფერში გეხმარება ოქროს და ბრილიანტის გოგო, ჩემი კონსულტანტი, თამო ლომთაძე. დიდი მადლობა მას. დავდეთ შედეგი – 17 კილო. მიყვარხარ“, – წერს სოფო ბედია და აქვეყნებს ფოტოებს.
როგორც სოფო აღნიშნავს, მისი წონის დაკლება ასევე ერთ-ერთი პროდუქტის დამსახურებაცაა.