ყვითელი ამბები

ქეთა თოფურია ნიშნობის ბეჭდით დააფიქსირეს – ვისზე თხოვდება მომღერალი

ქეთა თო­ფუ­რი­ას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა რუ­სულ და ქარ­თულ მე­დი­ა­ში მუდ­მი­ვად გან­ხილ­ვის მი­ზე­ზია. მას შემ­დეგ, რაც მე­უღ­ლეს – ლევ გე­იხ­მან­ს და შემ­დეგ რე­პერ გუფს და­შორ­და, A'Studio-ს სო­ლის­ტის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ არაფე­რია ცნო­ბი­ლი.
Sputnik

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბის დროს ქეთა თო­ფუ­რი­ას მარ­ჯვე­ნა ხე­ლის არათით­ზე მა­სი­უ­რი ბე­ჭე­დი შე­ნიშ­ნეს და ყვე­ლამ ჩათ­ვა­ლა, რომ ეს ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დია. რუ­სულ­მა მე­დი­ა­მაც მა­შინ­ვე და­ი­წყო მოკ­ვლე­ვა, ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს ის, ვი­საც ქე­თას ხელი ეკუთ­ვნის – ხომ არ არის ეს კვლავ რე­პე­რი გუფი?

32 წლის ქეთა თო­ფუ­რი­ას ხელ­ზე ბე­ჭე­დი ახალ ფო­ტო­ებ­შიც უკე­თია. ბა­ქო­ში მიმ­დი­ნა­რე მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ ЖАРА 2019-ზე გა­მოს­ვლამ­დე მომ­ღე­რალ­მა ფო­ტო­კა­მე­რე­ბის წინ იპო­ზი­ო­რა ულა­მა­ზე­სი თეთ­რი კა­ბით და მარ­ჯვე­ნა ხელ­ზე მა­სი­უ­რი ბრი­ლი­ან­ტის ბეჭ­დით.
A'Studio-ს სო­ლის­ტი ბეჭ­დის თა­ო­ბა­ზე კო­მენ­ტა­რებს არ აკე­თებს, თუმ­ცა ფა­ნე­ბი მო­საზ­რე­ბებს გა­მოთ­ქვა­მენ: „ნუთუ გუფს მიჰ­ყვე­ბა?“; „ეს უბ­რა­ლოდ ბე­ჭე­დია თუ და­ი­ნიშ­ნე?“; „გა­მო­ტყდი, რომ გუფ­ზე აპი­რებ და­ქორ­წი­ნე­ბას“; „ქორ­წი­ლი გვე­ლის?“ – წე­რენ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ში.
თუმ­ცა, რე­პე­რის გარ­და რუ­სუ­ლი მე­დია კი­დევ ერთ შე­საძ­ლო კან­დი­დატ­ზე წერს. ეს მომ­ღე­რა­ლი სერ­გეი ლა­ზა­რე­ვია. ბა­ქო­ში ფეს­ტი­ვა­ლის დროს ქეთა და სერ­გეი ერ­თად და­ა­ფიქ­სი­რეს, მათმა ერთობლივმა ფოტომ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.