ყვითელი ამბები

გია ჯაჯანიძე „იმედს“ ტოვებს?

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
Sputnik

„სხვა რაკურსი ჯია ჯაჯანიძესთან“ ერთად ტელეკომპანია „იმედს“ ტოვებს. აღნიშნულს ტელეწამყვანი პრომოს საშუალებით გვამცნობს. „ნახვამდის“, – ამბობს წამყვანი გადაცემის ანონსში.

უცნობია, გია ჯაჯანიძე ამით მაყურებელს ახალ სეზონამდე ემშვიდობება თუ ის რეალურად ტოვებს ტელეკომპანია “იმედს”. როგორც თავად გია ჯაჯანიძე ამბობს, დატოვებს თუ არა ის „იმედის“ არხს, ამას მაყურებელი გადაცემაში გაიგებს. „Sputnik–საქართველოს“ რამდენიმე დღის წინ გია ჯაჯანიძემ არხიდან წასვლა არ დაუდასტურა.