ენერგოომბუდსმენი ფასანაურის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

მომხმარებლებმა ძირითად პრობლემად წყლის დაბინძურება,  ელექტროენერგიის ხშირი შეწყვეტა და ძაბვის ცვალებადობა დაასახელეს
Sputnik

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი დაბა ფასანაურში მოქალაქეებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელებს ენერგოკომპანიებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ესაუბრა, ნათქვამია ენერგოომბუდსმენის Facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაღალმთიან სოფლებში მზის ელექტროსადგურები ამოქმედდება

მოსახლეობასთან შეხვედრა დაბა ფასანაურში აქცია „მოძრავი ოფისის“ ფარგლებში გაიმართა.

მომხმარებლებმა ძირითად პრობლემად  წყლის დაბინძურება,  ელექტროენერგიის ხშირი შეწყვეტა და ძაბვის ცვალებადობა დაასახელეს.

გარდა ამისა, მომხმარებლებმა შეხვედრაზე ინდივიდუალური განცხადებებიც წარმოადგინეს.

ენერგოომბუდსმენის აპარატის ცნობით, ზოგადი პრობლემების შესახებ საკითხები განიხილება შესაბამის ენერგოკომპანიასთან, ხოლო მოძრავი ოფისის აქცია აქტიურად გაგრძელდება სხვადასხვა რეგიონში.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური 2003 წელს მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის მიზნით შეიქმნა და მისი ძირითადი ფუნქციაა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებელთა ინტერესების დაცვაა.