ყვითელი ამბები

„ძალიან გგავს...“ – თამო ვაშალომიძემ შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

მოდელი დედა რამდენიმე თვის წინ გახდა.
Sputnik

სკანდალურად ცნობილ მოდელს თამო ვაშალომიძეს გოგონა 10 თებერვალს შეეძინა. თამო მთელ დროს პატარა სოფიას აღზრდას უთმობს და დროის დიდ ნაწილს ოჯახში ატარებს.

თამომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
სოციალური ქსელის მომხმარებლები უწერენ, რომ ბავშვი მას ძალიან ჰგავს. ვაშალომიძე შვილის გაჩენიდან მალევე ჩადგა ფორმაში, რაც ფოტოებზეც ჩანს.