ყვითელი ამბები

„რეიტინგი მაინც ჰქონდეს...“ - ია ფარულავა ნიკა გვარამიას აკრიტიკებს

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა ნიკა გვარამიას გადაცემას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი გადაცემის გამო, „ფარული კონვერტი“ დაიჩაგრა
Sputnik

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გადაცემის ანონსის ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ტელეკომპანიის ყოფილი გენდირექტორის, ნიკა გვარამიას გამო ხმას არ იღებდა, თუმცა მისი გადაცემა საეთერო დროის მონაცვლეობის გამო დაიჩაგრა და მის რეიტინგზეც იმოქმედა.
„რამდენი დღე გამოიცვალა რამდენი დრო. ეს პირდაპირ ურტყავდა გადაცემას. თავიდან ბრწყინვალე რეიტინგით დავიწყეთ მაგრამ არასტაბილურობამ გამოაცალა ძალა“, - წერს ტელეწამყვანი, რომელსაც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი გამოეხმაურა და იმედი დაიტოვა, რომ „ჩემი სამზარეულოს წესები“, რომელიც ახალი ფორმატით გავა ეთერში, ერთსა და იმავე დროს გავა და ფარულავას გადაცემას ხელს არ შეუშლის.
ამაზე ფარულავამ თავი ვეღარ შეიკავა და შემდეგი კომენტარი დაწერა: „როგორ შეგ....ცა ამ კუხნის თემამ, რეიტინგს მაინც წერდეს“, რაზეც სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ურჩია, ასე ნუ საუბრობს გვარამიას გადაცემაზე, თორემ როდესაც ის ახალ ტელევიზიას გახსნის, მას წამყვანად აღარ მიიწვევს.