ყვითელი ამბები

„რა ვქნა, მენანება ჩემი შვილი“ – კუზანოვებმა ქალიშვილს ქორწილი საკუთარ სახლში გადაუხადეს

ტაბლოიდების ყურადღება რამდენიმე თვეა გუგა და ნინო კუზანოვების ოჯახისკენაა მიმართული. ერთადერთი ქალიშვილის დაოჯახება და მასთან განშორება არც ისე ადვილი აღმოჩნდა გოგონას მშობლებისთვის.
Sputnik

ცნობილი ექიმების ნინო ნადირაძის და გუგა კუზანოვის ქალიშვილი ბაია კუზანოვა გათხოვდა. ახალგაზრდა ექიმის მეუღლე გიორგი ბეჟაშვილია.

დაქორწინებამდე წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ, თუმცა ყოველთვის ცდილობდნენ მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ.
ბაიამ და გიორგიმ ქორწილიც ვიწრო წრეში, სახლის ეზოში გადაიხადეს.
წყვილი რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა. ულამაზეს ბაიას „ლუი ვიტონის“ მოკლე თეთრი კაბა აცვია, ხოლო მის თავს მოკრძალებული თავსაბურავი ამშვენებს. ნეფემ კი უპირატესობა სადა თეთრ პერანგსა და შარვალს მიანიჭა. წყვილი თაფლობის თვეს საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე აღნიშნავს.
წყვილის ქორწილი 28 ივლისს შედგა. ნახეთ კუზანოვების ულამაზესი სახლის ეზოში გადახდილი ქორწილი. ნინო და გუგა კუზანოვებს ორი შვილი ჰყავთ – ბაია და ივიკო. უფროსმა, ქალიშვილმა სულ ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა. როგორც ჩანს, ბაიას მედიასთან ურთიერთობა არ ხიბლავს, ამიტომ წლების მანძილზე შეყვარებულს საგულდაგულოდ მალავდა.
ნინო კუზანოვამ კი შვილის რამდენიმეწლიანი სიყვარული ფართო საზოგადოებას ვიდეომიმართვით გააცნო და ამის შემდეგ მათ გარშემო ყურადღება არ წყდება.