მკვლელი სოკო: ლენტეხის რაიონში ტრაგედია დატრიალდა

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი და მოწამლულები ნათესავები იყვნენ.
Sputnik

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ლენტეხის რაიონში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მოიწამლა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ამ დროისთვის ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული მოწამლული 76 და 67 წლის ადამიანები მძიმე მდგომარეობაში არიან. ისინი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არიან მიერთებული.

გარდაცვლილი და მოწამლულები ნათესავები იყვნენ.

მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება.