მესტიაში „სვანეთობას“ ზეიმობენ

ფესტივალზე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებია წარმოდგენილი.
Sputnik

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. დაბა მესტიაში, სეტის მოედანზე მიმდინარეობს ფესტივალი „სვანეთობა 2019“, იუწყება მესტიის მუნიციპალიტეტის მერია.

ფესტივალს ესწრებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლება.

ცენტრალურ სკვერში მოწყობილია ტრადიციული სვანური სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.

ადგილობრივ მოსახლეობას და ჩამოსულ ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ სვანური ტრადიციული კერძები, ასევე დაათვალიერონ და შეიძინონ წარმოდგენილი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები.

ფესტივალზე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებია წარმოდგენილი მათთვის ტრადიციული და დამახასიათებელი კერძებითა და ნამუშევრებით.

სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა მუსიკალურმა ბენდმა Blu Sail კონცერტი გამართა.

ამჟამად ნინო ბაშარულის სოლო კონცერტი მიმდინარეობს.