მსოფლიო დღეს

მებაჟეებმა მამაკაცს კონტრაბანდული ოქრო კუჭში უპოვეს

მამაკაცმა საბაჟო კონტროლის გასავლელად „მწვანე დერეფნით“ ისარგებლა, თუმცა მებაჟეებმა მაინც ჩაუტარეს სკანირება და მის ორგანიზმში ლითონის საგნები დააფიქსირეს.
Sputnik

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ტაშკენტის აეროპორტის მებაჟეებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც საზღვარზე 400 გრამზე მეტი ოქროს გატანას ცდილობდა კუჭით, იუწყება „Sputnik-უზბეკეთი“.

კონტრაბანდა საქართველოში: ამოღებულია დიდი რაოდენობით არადეკლარირებული საქონელი

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ტაშკენტიდან დელიში მიფრინავდა და საბაჟო კონტროლის გასავლელად „მწვანე დერეფნით“ ისარგებლა. თუმცა მებაჟეებმა მაინც ჩაუტარეს სკანირება და მამაკაცის ორგანიზმში ლითონის საგნები დააფიქსირეს. 

საბოლოოდ გაირკვა, რომ უიღბლო კონტრაბანდისტს ოქროს 14 ცალი გლუვი, მცირე ზომის ზოდები ჰქონდა გადაყლაპული, საერთო წონით 434 გრამი. სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 17 ათას დოლარს შეადგენდა. 

მებაჟეებმა მამაკაცს კონტრაბანდული ოქრო კუჭში უპოვეს

აღსანიშნავია, რომ უზბეკი მებაჟეები რეგულარულად აკავებენ მგზავრებს, რომლებიც ქვეყნიდან ოქროს ზოდებისა და ნაკეთობების კონტრაბანდული გზით გატანას ცდილობენ. მაგალითად, მიმდინარე წლის მარტში ტაშკენტის აეროპორტში დააკავეს ორი ქალბატონი, რომლებსაც კუჭში დაახლოებით 15 ათასი დოლარის ღირებულების ოქროს თვითნაკეთი ზოდები აღმოუჩინეს.

ამ შემთხვევიდან ორ თვეში კი მებაჟეებმა კიდევ ერთი ქალი დააკავეს, რომელიც 19 გრამი ოქროს ზოდის გატანას ცდილობდა უცხოეთში.

როგორც ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი იუწყება, კონტრაბანდისტებს ყველაზე ხშირად ტაშკენტიდან ოქრო ბაქოში, სტამბულსა და ინდოეთის სხვადასხვა ქალაქებში გააქვთ.