ორი კვირის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მომღერალ ნინი ქარსელაძის მამის გარდაცვალების შესახებ. ამასთან დაკავშირებით თეკუჩა ქარსელაძის მეგობარმა სოციალური ქსელით ფართო საზოგადოებას ოჯახის ტკივილი გაუზიარა.
თეკუჩა ქარსელაძე რამდენიმე დღის განმავლობაში ინსულტის დიაგნოზით მართვით სუნთქვაზე კლინიკაში იმყოფებოდა.
Instagram-ზე ნინი ქარსელაძე მამაზე სულ უფრო ხშირად წერს. გულისტკივილსა და მწუხარებას მეგობრებს უზიარებს და მათი თანადგომით ძლიერდება. რამდენიმე დღის წინ მამის ფოტო კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და გულის ამაჩუყებელი სიტყვები დაურთო: „მამა, გთხოვ, ღმერთს უთხარი, უმამოდ დარჩენილი გოგოები უფრო მეტად უყვარდეს...“
ნინის და თეიმურაზ (თეკუჩა) ქარსელაძეებს ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ. ნინი მამას ტყუპისცალს უწოდებს. სხვადასხვა ინტერვიუებში მომღერალი ხშირად იხსენებს ბავშვობაში მამასთან გატარებულ ლამაზ დღეებს, მამის უშუალო და თბილ ხასიათს. „ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს მამასთან. საერთოდ, რაც წლები გადის, უფრო ვხვდები დედის და მამის ფასს. ბავშვობაში ასე ვერ ვაცნობიერებდი. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვამაყობ, რომ ხათუნა ჟორდანიას და თეკუჩა ქარსელაძის შვილი ვარ“.
ნინი ქარსელაძე საზოგადოებამ პატარა ასაკიდან გაიცნო, მაშინ, როცა ჯგუფ „ქუჩის ბიჭებთან" ერთად კლიპი ჩაწერა.