იზრდება ელექტროენერგიის ტრანზიტი ევროპაში საქართველოს გავლით

აზერბაიჯანი ევროპაში ელექტროენერგიის მიწოდების გეოგრაფიის გაზრდას აპირებს.
Sputnik

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანმა, 2019 წლის პირველი ნახევრის შედეგებით, ექსპორტზე 1,212 მილიარდი კილოვატ/საათი ელექტროენერგია გაიტანა, რაც 56 მილიონი კვტ/სთ-ით, ანუ 4,6%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ნათქვამია სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მოხსენებაში, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".

ახალი პროექტი ენერგეტიკის სფეროში საქართველოს 62 მილიონი დოლარი დაუჯდება

„აზერენერჯიმ“ მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყო ელექტროენერგიის ტრანზიტით ექსპორტირება საბერძნეთში საქართველოსა და თურქეთის, ასევე რუმინეთსა და უნგრეთში საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის გავლით. ამას გარდა, აზერბაიჯანის ელექტროკომპანიამ განაცხადა, რომ უახლოესი თვეების გეგმაშია ელექტროენერგიის მიწოდება ავსტრიასა და იტალიაში.

იანვარ-ივნისში ექსპორტირებული ენერგიის ღირებულებამ 51,935 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემზე 2,671 მლნ დოლარით, ანუ 4,9%-ით ნაკლებია. შემოსავლის შემცირება მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით ერთი კილოვატის ღირებულების შემცირებამ გამოიწვია.

ელექტროენერგიის ექსპორტმა 2018 წელს სულ 1,397 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, ღირებულება იყო 65,627 მლნ დოლარი.