გაუჩინარებული არასრულწლოვანი პოლიციამ ბათუმში იპოვა

მოზარდი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, გუშინ დაიკარგა.
Sputnik

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. არასრულწლოვანი, რომელიც შუახევიდან გუშინ გაუჩინარდა, იპოვეს, იუწყება აჭარის ტელევიზია შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

SOS: თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაიკარგა, ოჯახი დახმარებას ითხოვს

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახმა სამართალდამცველებს დასახმარებლად გუშინ მიმართა. სამართალდამცველები ბიჭს რამდენიმე საათის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე ეძებდნენ.

მოზარდი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, პოლიციამ ბათუმში იპოვა.

დაკარგული ბიჭი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის მკვიდრია.