ვინ ითხოვს თავშესაფარს საქართველოში

საქართველოში ყველაზე ხშირად მოითხოვენ თავშესაფარს ირანის, ინდოეთისა და ეგვიპტის მოქალაქეები
Sputnik

თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მიღების თხოვნით 585-მა უცხოელმა მიმართა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.

2019 წლის იანვარ-ივნისში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ლიდერობენ ირანის, ინდოეთის და ეგვიპტის მოქალაქეები.

ქვეყნების მოქალაქეებისაქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობა
ირანი 249
ინდოეთი60
ეგვიპტე44
რუსეთი 39
თურქეთი33

საქართველოში საანგარიშო პერიოდში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა ეგვიპტის 10 მოქალაქეს, ავღანეთის 8 მოქალაქეს, რუსეთის ორ და ტაჯიკეთის ერთ მოქალაქეს.

საქართველოს ხელისუფლებამ ჰუმანიტარული სტატუსი მიანიჭა იემენის 4 მოქალაქეს, სირიის ერთ მოქალაქეს, უკრაინის ერთ მოქალაქეს და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე ორ პირს.