თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. ქუთაისში 27-ე სკოლის ყოფილ შენობაში ხანძარია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ხანძარი საჯარო სკოლის ყოფილი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობს.
ტერიტორია სამართალდამცველების მიერ არის შემოსაზღვრული. მეხანძრეები სკოლის შენობაში შესვლას ცდილობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.