ყვითელი ამბები

დოლჩე და გაბანას ქართველმა მოდელმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა - ფოტოები

ულამაზესმა ქართველმა მოდელმა ანა ახვლედიანმა საზოგადოებას თავი მშვენიერებითა და დახვეწილობით დაამახსოვრა.  ექსპერიმენტებით არ გამოირჩევა, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ გარეგნობაში დიდი ცვლილება შეიტანა. ნახეთ, როგორ გამოიყურება Dolce&Gabanna-ს იმიჯშეცვლილი ქართველი მოდელი.
Sputnik

ანა ახვლედიანმა 2014 წელს მოდის მოყვარულთა ყურადღება მიიპყრო. გოგონა Dolce & Gabbana-ს კასტინგის რჩეული აღმოჩნდა.  ქართველი მოდელი 500 გოგონაში აარჩიეს და ფოტოებიც გადაუღეს, რომელიც იმავე წლის სექტემბერში დაიბეჭდა. მილანში, პირველ წარმატებამდე 18 წლის ანას სამოდელო სამყაროსთან არასოდეს ჰქონია შეხება. სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ერთ თვეში ცნობილი ბრენდის ფავორიტი გახდა და ქართველი გულშემატკივრების სიყვარული დაიმსახურა.

ანა ახვლედიანს ცნობილ იტალიელ მოდელს ბიანკა ბალტის ამსგავსებენ. როგორც იტალიელი ლამაზმანის ქართველი ასისტენტი გიორგი პაპიძე ამბობდა, ანა ახვლედიანს ყველა პარამეტრი აქვს იმისთვის, რომ იტალიური ბრენდის სახე გამხდარიყო. დოლჩე და გაბანას სახე არ გახდა, სამაგიეროდ, უამრავი შემოთავაზება მიიღო. მოდელი ლონდონში, მილანსა და პარიზში წარმატებით  მონაწილეობს მაღალი მოდის  კვირეულებში.

საინტერესო კარიერის გარდა, ანამ თბილი და მზრუნველი ცოლისა და დედის როლიც წარმატებით მოირგო. ანა ახვლედიანმა და გიგი ბერაიამ ერთმანეთი სამი წლის წინ მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს. კარიერის გამო ანას საზღვარგარეთ მოუწია წასვლა და წყვილმა კონტაქტი გაწყვიტა, თუმცა მალე დაუბრუნდნენ ერთმანეთს.

ბუნებრივი სილამაზით გამორჩეული წყვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2018 წელს დედ-მამა გახდნენ. ანას და გიგის  პატარა ანგელოზი - ევა გაუჩნდათ.

მშობიარობის შემდეგ დედიკოების უმეტესობა ექსპერიმენტებს იწყებს. ანა გამონაკლისი არ აღმოჩნდა. Instagram-ზე თაყვანისმცემლებს ჰკითხა - შეიჭრას თუ არა თმა და რამდენიმე დღის შემდეგ უარყოფითი პასუხების მიუხედავად შედეგი ყველას გაუზიარა. მშვენიერი მოდელის ახალი იმიჯი კი თავად შეაფასეთ...