ყვითელი ამბები

„როგორ მინდა მალე დაშორდე...“ - ილო ბეროშვილს და ანი ბებიას იდილიას ურღვევენ?

მსა­ხი­ო­ბე­ბი, ილო ბე­როშ­ვი­ლი და ანი ბე­ბია, თა­ვი­ანთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას კარ­გა ხანი მა­ლავ­დნენ
Sputnik

ილო ბეროშვილი და ანი ბებია ბოლო პერიოდში ერთად მონაწილეობდნენ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“, თუმცა რეალური ცხოვრებისგან განსხვავებით, ილო ბეროშვილის გმირს „შაგუს“ ანი ბებიას გმირი „ფარმაცევტი ნინო“ ცალმხრივად უყვარდა და მათი რომანი სერიალში ვერ შედგა.

 ანი ბებია ილო ბეროშვილთან დაწყვილებამდე საკმაოდ პოპულარული გოგონა იყო. ამას მოწმობს მისი და „შაგუს“ ფოტოებზე დატოვებული ნეგატიური კომენტარები, სადაც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ელოდება, მალე დაშორდეს ილოს, რომ მან მოიყვანოს ცოლად.
 ილო ბე­როშ­ვი­ლი და ანი ბე­ბია თა­ვი­ანთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას კარ­გა ხანი მა­ლავ­დნენ, ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ არ სა­უბ­რობ­დნენ, მაგ­რამ თბი­ლის­ში რა და­ი­მა­ლე­ბა. მათი და­წყვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ხმე­ბი ჯერ კი­დევ მა­შინ გავ­რცელ­და, ვიდ­რე სე­რი­ალ „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ ახალ სე­ზონ­ზე მათ პერ­სო­ნა­ჟებს შო­რის გაჩ­ნდე­ბო­და ინ­ტრი­გა.
ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ილოს და ანის ერ­თობ­ლი­ვი ფოტო გა­მოჩ­ნდა, კო­მენ­ტა­რებ­ში მათ და­ქორ­წი­ნე­ბას ულო­ცავ­დნენ, თუმც შემდეგ გაირკვა, რომ ისინი უბრალოდ ერთად ცხოვრობენ და ოფიციალურ ურთიერთობაში არ არიან.
„მახ­სოვს, პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას უზ­რდე­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა, რად­გან სტუ­დი­ა­ში რომ შე­ვე­დი, ტე­ლე­ფო­ნით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, ერთი ამომ­ხე­და და ისევ ტე­ლე­ფონ­ში ჩარ­გო თავი. გა­და­ცე­მის შემ­დეგ მომ­წე­რა, მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და სტუმ­რო­ბის­თვის... მე­გობ­რო­ბის სტრა­ტე­გია აირ­ჩია და შემ­დეგ შე­მაყ­ვა­რა თავი... ძა­ლი­ან კარ­გი, მშვი­დი და დაღ­ვი­ნე­ბუ­ლი ეტა­პია ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობთ თავს“, - ამ­ბობს ანი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.
მსა­ხი­ო­ბი საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის­თვის სიყ­ვა­რუ­ლის ახ­სნას და თბილ სი­ტყვებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ ერი­დე­ბა.