თბილისში 229 აბი „სუბოტექსი“ ამოიღეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
Sputnik

თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არ დაეჯახო პოლიციას! – სიდნეიში პოლიციამ ავარიის შედეგად 280 კგ-მდე ნარკოტიკი აღმოაჩინა

უწყების ცნობით, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ 60 აბი „სუბუტექსი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. მეორე  ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ნარკოტიკული საშუალების 169 აბი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.