ეროტიული ხასიათის კლიპი ქართული ბაზრისთვის, მართლაც რომ პროვოკაციული აღმოჩნდა, ხატია კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ის საყვარელ „ვალენტინს“ მიუძღვნა, რომელზეც ყურებამდეა შეყვარებული.
კლიპში მონაწილე იმედა ვახტანგიშვილმა და ხატია წერეთელმა დაადასტურეს, რომ პარტნიორები იყვნენ და ერთად ყოფნა მოსწონდათ, თუმცა ამ ურთიერთობას შეყვარებულების სახელს მაინცდამაინც არ არქმევდნენ. „ურთიერთობა ხომ შეიძლება გქონდეთ ადამიანთან, მაგრამ არ დაარქვა ყველაფერს სახელი? მაგის აღქმა უჭირს ბევრს, ზოგი შეყვარებულებებს გვეძახის“,-განაცხადა იმედა ვახტანგიშვილმა.
ხატია წერეთელმა გადაცემაში „თქვენი დრო“ დაადასტურა, რომ სიმღერა „შენთან სექსი მინდა“ სწორედ იმედა ვახტანგიშვილს ეძღვნება.
ცოტა ხნის წინ ხატია წერეთელმა თბილისის ზღვიდან ფეისბუქლაივი“ ჩართო, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებლებს აჩვენა, როგორ ერთობა წყვილი პლიაჟზე.