ყვითელი ამბები

„ნოე, ყურადღება შვილებსაც მიაქციეთ და არა მხოლოდ ჯანეტს" - ნოე სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს

დაოჯახების შემდეგ, ნოე სულაბერიძე შვილებთან გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს. ამის გამო თაყვანისმცემლები ფიქრობენ, რომ ცოლის გამო მათ დროს აღარ უთმობს. ერთად გავარკვიოთ,  ეს სიმართლეა თუ არა...
Sputnik

ცნობილი ქართველი პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში ულამაზეს მეუღლესთან ერთად ძალიან ბევრ ფოტოს აზიარებს. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ერთად მოგზაურობენ. ქალიშვილსა და ვაჟთან ერთად კი, სულ უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება.

ამის გამო Instagram-ის გამომწერებმა წარმატებული სატელევიზიო სახე გააკრიტიკეს, მაგრამ ჰოლანდიაში არასრულწლოვან შვილებთან ერთად გადაღებულმა ფოტომ ფანები გაახარა. ბავშვებმა უამრავი პოზიტიური კომენტარი  დაიმსახურეს. ხოლო, ნოეს უფროსი ვაჟი მამას შეადარეს.

ფოტოზე ნოე, ალექსანდრე და ლიზა ქალაქ ამსტერდამის ცენტრში არიან. მოზარდებს მოგზაურობა მამის მსგავსად იტაცებს. როგორც ჩანს, მამის მესამე მეუღლესთან - ჯანეტ ქერდიყოშვილთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.

ნოეს პირველი ვაჟი ალექსანდრე რუსკა მელაძისგან ჰყავს, რომელიც შვედეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ხოლო გოგონა ლიზი - „რუსთავი 2"- ის ჟურნალისტ ეკა სამხარაძისგან. ბავშვები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და ღვიძლი და-ძმასავით ურთიერთობა აქვთ, ამიტომ ვერავის შეაქვს ეჭვი, რომ სხვადასხვა დედა ჰყავთ.

ცნობილი ტელეპროდუსერი ნოე სულაბერიძე და „მის საქართველო” 2011 ჯანეტ ქერდიყოშვილი ივნისში დაქორწინდნენ. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა და ქორწილი რესტორან „ბაგრატიონში” გადაიხადა, სადაც უამრავმა ცნობილმა სახემ მოიყარა თავი. მანამდე, ნოესა და მარიშკა ჯავახაძის რომანტიკულ ურთიერთობაზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა.