ყვითელი ამბები

ჩცდ-ს „მაქსიმე“ და მისი შეყვარებული დაინიშნენ და მალე ქორწილს გეგმავენ - ფოტოები

მსახიობი გიორგი მახარაძე ერთი წლის წინ დიდი განსაცდელის წინაშე დადგა, მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა, მოახერხა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა გაუმჯობესებულია
Sputnik

 

გიორგი მახარაძე პოპულარობით გოგონებში სარგებლობს, თუმცა, მისი გული უკვე დაკავებულია და წლებია, მარიამ ნადირაძის შეყვარებულია.

ერთი პერიოდი წყვილი დაშორდა, თუმცა პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ გმირის „მაქსიმეს“ შემსრულებელმა გიორგი მახარაძემ, შეყვარებული დაიბრუნა.
მძიმე წუთებში, როდესაც გიორგის სიმსივნე დაუდგინდა, მარიამი განსაცდელის დროს გვერდიდან არ მოშორებია, ისინი ერთად ცხოვრობენ და დაოჯახებასაც გეგმავენ.
როგორც მარიამმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, საყვარელმა კაცმა მას ხელი უცხოეთში სთხოვა. რაც შეეხება ქორწილს, ქორწილის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით წყვილმა არ იცის, თუმცა, სადა წვეულების მოწყობას გეგმავენ.
გიორგი მახარაძე წარსულში იყო დაქორწინებული, მისი მეუღლე თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის ქალიშვილი, მარიამ როინიშვილი გახლდათ.