ყვითელი ამბები

„შვილს რატომ აყურებინეთ ეს მარაზმი...“ - ჯამბურიას დაკავებას ცნობილები ეხმაურებიან

თიკა ჯამბურია დედასთან და შვილთან ერთად 25 ივლისს დააკავეს
Sputnik

მომღერალ თიკა ჯამბურიას დაკავებას მცირეწლოვან შვილთან ერთად, სოციალურ ქსელში საზოგადოების ცნობილი სახეები აპროტესტებენ. ფაქტი საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ გააპროტესტა.

მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს - ვიდეო

„ეს რა არის?! ასეთი ისტორიას არ ახსოვს“, - წერს გიორგი მარგველაშვილის მეუღლე. 

„შვილს რატომ აყურებინეთ ეს მარაზმი. პატრულის მანქანაში რატომ ჩასვით ბავშვი! გაგიჟდით მგონი“, -წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც ცოტა ხნის შემდეგ დაწერა, რომ ამ პოსტის გამო კრიტიკა დაიმსახურა „ჯამბურია ქოცია და რატო იცავო. მგონი ყველა უნდა ამოვწყდეთ და ეგაა შველა“, - წერს ტელეწამყვანი.

„არასწორი პარკირებისთვის საკუთარ სახლთან დააკავეს მომ ღერალი თიკა ჯამბურია 8 წლის შვილის თვალწინ, ბორკილები დაადეს და წაიყვანეს! ვაი თქვენს პატრონს, ახი ყოფილა თქვენზე ის პაგონების გლეჯვაც, დედის გინებაც და აქციებზე რომ გიტრიალებენ ნარკომანები მკვდარ-ცოცხალს! ისინი არ დააკავოთ არა, თქვენს მხარდამჭერებს მიდექით, წინ წახვალთ!“, - წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა.

თიკა ჯამბურია დედასთან დ შვილთან ერთად თავისუფლების მოედანთან 25 ივლისს დააკავეს. მას ბრალად არასწორად პარკირებული ავტომანქანის გამო სამართალდამცავებთან წინააღმდეგობის გაწევა ედება. მომღერალი ხელწერილის საფუძველზე რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.