მსოფლიო დღეს

ზელენსკის პარტიამ გაიმარჯვა: უკრაინის ცესკომ ოქმები დაითვალა

არჩევნების ოფიციალური შედეგები ცესკომ 6 აგვისტომდე უნდა გამოაქვეყნოს.
Sputnik

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოქმების 100% დაამუშავა – პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური" 43,16%-ს იღებს, ასეთია ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები.

სააკაშვილი თავის მომხრეებს არჩევნებზე ზელენსკის პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

უკრაინაში უმაღლესი რადის რიგგარეშე არჩევნები 21 ივლისს გაიმართა. ცესკომ არჩევნების ოფიციალური შედეგები 6 აგვისტომდე უნდა გამოაცხადოს.

მეორე ადგილზე გადის იური ბოიკოს პარტია „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის" 13,05%-ით, მესამეზეა იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშჩინა" 8,18%-ით.

უმაღლეს რადაში ასევე გადიან ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობა" – 8,10% და მუსიკოს სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმა" – 5,82%.