ვარკეთილში „ხრუშჩოვკის" ნაწილი ჩამოინგრა

საცხოვრებელ კორპუსში უკვე ათი წელია, არავინ ცხოვრობს.
Sputnik

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ვარკეთილში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კედლის ნაწილი ჩამოინგრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით.

ინციდენტი ვარკეთილის მესამე მასივში გვიან ღამით მოხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ სახლიდან, რადგან ის ავარიულ მდგომარეობაშია, მცხოვრებლები ჯერ კიდევ 2009 წელს გაასახლეს.

მეზობელი სახლების მცხოვრებლები უკვე დიდი ხანია შენობის დემონტაჟს მოითხოვენ.