შესაძლოა დღეს ხაზარაძე და ჯაფარიძე დააკავონ

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები გუშინ დატოვეს.
Sputnik

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე ჩაინიშნა, ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.

ცნობილია, ვინ შეცვლის მამუკა ხაზარაძეს თანამდებობაზე

ამ დილით საქართველოს პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

პროკურატურა არ აკონკრეტებს, აღკვეთის რა ღონისძიებას – პატიმრობას თუ გირაოს მოითხოვენ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).