„რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებს პარლამენტში მოუსმენენ

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე პარლამენტში 13:00 საათისთვის მივლენ.
Sputnik

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. პარლამენტში „რუსთავი2“-ის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს მოუსმენენ, ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

რას უწუნებს ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს

აქიმიძე და დვალი პარლამენტში 13:00 საათზე მივლენ და დამოუკიდებელ დეპუტატებს ლევან კობერიძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, კობა ნარჩემაშვილსა და გედევან ფოფხაძეს შეხვდებიან. შეხვედრას ოპოზიციის წევრებიც დაესწრებიან.

მას შემდეგ, რაც 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის სარჩელი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ტელეკომპანიის მფლობელი კვლავ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გახდა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როცა ძალით წართმეული ტელეკომპანია მის დამფუძნებლებს დაუბრუნდება.