ყვითელი ამბები

ნინი ბადურაშვილი მეტეხის ხიდზე თურქ მსახიობთან ერთად დააფიქსირეს – ფოტოები

მომღერალი ნინი ბადურაშვილი რეიტინგული თოქ-შოუ „პრაიმ შოუს“ ერთ-ერთი გამორჩეული წამყვანია.
Sputnik

გადაცემის მანძილზე წამყვანები არაერთხელ ჩაფრინდნენ თურქეთში სხვადასხვა ცნობილი თურქული სერიალების გადაღების მოედანზე და თბილისში ქართველი მაყურებლების საყვარელი მსახიობები მოიწვიეს. როგორც ჩანს, აქედან დაიწყო ნინი ბადურაშვილის ინტენსიური ურთიერთობა თურქ მსახიობებთან.

ნინი და თურქი მსახიობი მეტეხის ხიდზე გადაღების პროცესში შეამჩნიეს. აღმოჩნდა, რომ თურქი მსახიობი ემრე ქიზილირმაკია, რომელიც სერიალ „ელიფის“ ეპიზოდურ როლში გადაიღეს. ახლა ის და ნინი ერთი პროექტის გარშემო გაერთიანდნენ და სულ მალე ახალ ფილმს ფართო საზოგადოებას გაუზიარებენ. მანამდე კი ნინიმ Instagram-ზე „სთორი“ გააზიარა, სადაც ფილმის გადასაღები მოედანი ჩანს.
ემრე ქიზილირმაკმა, თავის მხრივ, საკუთარ Instagram-ზე გადაღების მსვლელობას ვრცელი პოსტი მიუძღვნა და ნინისთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ ფილმს „ხიდი“ ჰქვია და, სავარაუდოდ, საქართველო-თურქეთის მეგობრობას უკავშირდება.
„მოდით და თბილისი მოინახულეთ... მათ სასმელმა, საჭმელმა, წყალმა და ტრადიციებმა მომიზიდეს და ენერგია შემმატეს, რათა აქ ფილმი გადამეღო. ნინი და მე ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა დავასრულოთ ფილმ „ხიდის“ გადაღება და თქვენთან ერთად ვნახოთ ის...“ – წერს თურქი მსახიობი.
ემრე ქიზილირმაკი წარმატებული თურქი მსახიობია. 2007 წელს ნომინაციაში „საუკეთესო თურქი მოდელი მამაკაცი“ მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო 2008 წელს სამხრეთ კორეაში „პოდიუმის ლამაზი მამაკაცის“ ტიტულის მფლობელი გახდა. 36 წლის მსახიობი დაოჯახებულია.