მსოფლიო დღეს

მეტეოროლოგები: სითბო გრენლანდიისკენ მიიწევს და ყინულს ადნობს

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დნობის ამჟამინდელ მოცულობას ჯერ არ მოუხსნია 2012 წლის რეკორდი და ეს, დიდი ალბათობით, არც მოხდება.
Sputnik

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. გრენლანდიამ კლიმატის დათბობის გამო მიმდინარე წლის ივლისში 160 მილიარდ ტონაზე მეტი ყინულის საფარი დაკარგა. ყინულის დნობა გრძელდება თბილი ჰაერის მიახლოების გამო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„სითბოს ტალღის პროვოცირება გამოიწვია თბილმა ქარმა, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკიდან და ესპანეთიდან მოდის. პროგნოზებით, ატმოსფერული ფრონტი ამ ცხელ ტალღას გრენლანდიის მხარეს წაიღებს, რაც ჰაერის ტემპერატურის მატებას და, შედეგად, ყინულის დნობას გამოიწვევს", – ნათქვამია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებაში.

ექსპერტების მონაცემებზე დაყრდნობით ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გრენლანდიამ ივლისში 160 მლრდ ტონა ყინულის საფარი დაკარგა, რაც ოლიმპიური ზომის 64 მილიონ აუზს შეესაბამება. ამასთან, შეფასდა კუნძულის მხოლოდ ხილული საფარი.

საქართველოს ეკოსისტემა საფრთხეშია – რა რისკების წინაშე დგას ქვეყანა>>

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ დნობის ამჟამინდელ მოცულობას ჯერ არ მოუხსნია 2012 წლის რეკორდი და ეს, დიდი ალბათობით, არც მოხდება. ორგანიზაციის მონაცემებით, არქტიკის ზღვებში ყინულის გავრცელების ახლანდელი დონე ჯერჯერობით 1981 და 2010 წელს დაფიქსირებული კრიტიკული ნიშნულის ქვემოთაა, და თითქმის გაუტოლდა 2012 წელს დარეგისტრირებულ დონეს.