მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გირაო შეეფარდათ

სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა
Sputnik

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik.  თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოში ერთ–ერთი უმსხვილესი ბანკის TBC Bank–ის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილე ბადრი ჯაფარიძეს, რომელთაც ფულის გათეთრება ედებათ ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700  ათასი ლარის ოდენობით.

პროკურატურამ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს დაახლოებით 17 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ბრალი ოთხშაბათს წაუყენა. საუბარი TBC Bank–ის 2008 წლის ერთ–ერთ საბანკო ოპერაციას ეხება. 

პრემიერი: ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ყველაფერს გააკეთებს

„სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და თითოეულისთვის გირაო 700 ათასი ლარის ოდენობით გამოიყენა. მაგრამ სასამართლომ პროკურატურის ყველაზე აბსურდული მოთხოვნა გაითვალისწინა – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ქვეყნიდან გასვლას პროკურატურის ნებართვის საფუძველზე შეძლებენ. ბიზნესმენებისთვის, რომლებიც უცხოეთში არა გასართობად, არამედ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორებთან მოლაპარაკებების პროცესში საქმიდან გამომდინარე დადიან, ეს აბსურდია“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.

მან აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. საქმესთან დაკავშირებით პირველი სასამართლო სხდომა სექტემბერში გაიმართება.

 „ჩვენ სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას 12 სექტემბრიდან დავიწყებთ. ამასთან, თავად პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ საქმეში დაზარალებული მხარე არ არის და არც იქნება“, – აღნიშნა კორძაძემ.