ოქროს მთები: როგორ მოიპოვება გოგირდი ინდონეზიაში, კავა იჯენის მოქმედი ვულკანის კარიერებში

Sputnik

ინდონეზიის კუნძულ იავაზე პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური საბადო მდებარეობს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში მეშახტეების სურათები, რომლებიც ვულკან კავა იჯენის კარიერებში გოგირდს მოიპოვებენ.

ვულკანი კავა იჯენი ინდონეზიის კუნძულ იავას აღმოსავლეთში მდებარეობს. მისი სიმაღლე 2,6 კილომეტრია, კრატერის სიგანე – თითქმის კილომეტრი. ვულკანის კალდერაში მდებარეობს მსოფლიოს უდიდესი გოგირდოვანი ტბა. აქ მდებარეობს გოგირდის ბუნებრივ წყაროებს შორის ყველაზე დიდი, რომლის მოპოვების პროცესიც ათობით წელია ცვლილებების გარეშე გრძელდება.

გოგირდს აქ წარმოუდგენელ პირობებში მოიპოვებენ. მეშახტეები სპეციალური სამოსის გარეშე 75-90 კგ ნედლეულს დაატარებენ ზურგზე მოკიდებული ჩვეულებრივი კალათებით და ასეთი მძიმე სამუშაოს ნაცვლად დაბალ ანაზღაურებას იღებენ.

 

1 / 10
ვულკანი კავა იჯენი ცნობილია მწვერვალზე არსებული ღრმულითა და ტბით, რომელიც გოგირდოვანი მჟავითაა სავსე
2 / 10
ვულკანის კრატერში გამუდმებით ხდება აიროვანი ორთქლის ამოფრქვევა, რაც კერამიკულ მილებზე რჩება ნადების სახით
3 / 10
გარკვეული დროის შემდეგ იწყება წითელი გამდნარი გოგირდის კონდენატად გარდაქმნა, რომელიც მალე ქვემოთ ჩაიწურება და გამკვრივდება
4 / 10
ადგილობრივი მეშახტეები მოიპოვებენ ამ მინერალს
5 / 10
დასაწყისში მეშახტეები გოგირდს მეტალის ნაჭრებით ამტვრევენ, შემდეგ მომტვრეულ ნაჭრებს მხარზე იკიდებენ და ასაწონად მიაქვთ სადგურზე
6 / 10
მეშახტეებს არ აქვს სპეციალური სამოსი, ისინი არ არიან დაცულები საშიში აირებისგან და სითხეებისგან, რომლებიც გოგირდის მოპოვების დროს გამოიყოფა
7 / 10
ნაჭრების წონა დაახლოებით 75-90 კილოგრამია
8 / 10
ერთი მუშა დღეში ორჯერ ან სამჯერ ასწრებს შახტაში დაბრუნებას
9 / 10
მომავალში მინერალს სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებენ
10 / 10
სამუშაო დღის ბოლოს მეშახტეები ანაზღაურებას 7-8 დოლარის ოდენობით ღებულობენ