ყვითელი ამბები

ულამაზესი ქართველი წყვილი დაქორწინდა? – ფოტოები

ფოტომოდელი და ტელეწამყვანი ანანო სახელაშვილი უკვე რა ხანია, საკმაოდ პოპულარული გახდა ინტერნეტ-სივრცეში და მისი პირადი ცხოვრებაც ალბათ ბევრ ადამიანს აინტერესებს.
Sputnik

საქართველოს ულამაზესი გოგონები ჰყავს, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სოხუმელი ულამაზესი გოგონა ანანო სახელაშვილი. ამ გოგონას ღმერთმა ყველაფერი მისცა იმისთვის, რომ იყოს სრულყოფილი.

ანანო სოციალური ქსელის მომხმარებელთა გარკვეული ნაწილისთვის უკვე ცნობილია, ვინაიდან მის ფოტოებს იხილავთ უამრავ გვერდზე, როგორიც არის: „საქართველოს ულამაზესი გოგონები“, „ყველაზე ლამაზები“, „ყველაზე სექსუალურები“ და ასე შემდეგ.
სწორედ აქედან გამომდინარე, ეს ულამაზესი გოგონა, ანანო ქართული საზოგადოების უმეტესობისთვის ცნობილია. თანაც ძნელია ასეთი სილამაზე ერთხელ იხილო და შემდეგ დაგავიწყდეს.
ანანო სახელაშვილი უკვე 4 წელია შეყვარებულია. მისი რჩეული ფეხბურთელი ზვიად ლობჟანიძეა. ახლახან ფოტოგრაფ ნათია ღაჭავასთან ორიგინალური ვიდეო და ფოტოებიც გადაიღეს.
ერთი შეხედვით, ბევრი შცდომაში შევიდა და ეგონათ, რომ ისინი დაქორწინდნენ, თუმცა შეყვარებულებმა აღნიშნეს, რომ საქორწინო სამოსი მხოლოდ გადაღებისთვის მოირგეს.