სტიქია სვანეთში – როდის აღდგება სოფლებთან დამაკავშირებელი გზები

ადიდებულმა მდინარემ სოფლებთან დამაკავშირებელი გზა წაიღო. გზის აღდგენას, სავარაუდოდ, ორი დღე დასჭირდება.
Sputnik

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლები უამინდობის გამო გარე სამყაროს მოწყვეტილია, ნათქვამია რაიონული ადმინისტრაციის Facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცენტრს მოწყვეტილი 60-მდე ოჯახი – ზესტაფონში სტიქიას ებრძვიან

მდინარე ჩოლშურამ, რომელიც ძლიერი წვიმის შედეგად ნაპირებიდან გადმოვიდა, დააზიანა გზები, ხიდები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ორი სოფელი – დურაში და ესიერი გარე სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა.

ლენტეხის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ სოფლებთან დამაკავშირებელი გზა წაიღო. გზის აღდგენას, სავარაუდოდ, ორი დღე დასჭირდება.

ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.

სტიქიის ზონაში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გარდა, საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.