ყვითელი ამბები

„გურჯაანი და თელავი შევარიგეთ“ – სალომე ზურაბიშვილი სახალისო ფოტოს აქვეყნებს

გურჯაანელებისა და თელაველების ქიშპობაზე ბევრი ხუმრობა და ანეკდოტი არსებობს
Sputnik

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გურჯაანისა და თელავის მერებთან ერთად სიღნაღში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც სახალისო სათაური აქვს – „გურჯაანი და თელავი შევარიგეთ!“.

ფოტოს უამრავი მოწონება და კომენტარი აქვს. „მთიულებს და მოხეევეებს როდის შეგვარიგებთ?“ – ინტერესდება სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი. „შერიგება სიყვარულის ქალაქში“, – ასე დაასათაურა მეორემ ეს ფოტო.

ალ­ბათ ხშირად გსმე­ნი­ათ, რომ თე­ლა­ვე­ლე­ბი და გურ­ჯა­ა­ნე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან სი­ამ­ტკბი­ლო­ბა­ში ვერ არი­ან, რაც ბევრი სხვა­დას­ხვა ხუმ­რო­ბისა თუ ანეკ­დოტ­ის წყარო გამხდარა.