მსოფლიო დღეს

მეწყერი ბრაზილიაში: 11 დაღუპული, ათასობით ევაკუირებული

მეწყრის მიზეზი უხვი ნალექი გახდა.
Sputnik

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. მეწყრულმა პროცესებმა ბრაზილიაში 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ერთი ქალი საავადმყოფოშია მძიმე მდგომარეობაში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ამას გარდა, მაშველები უგზო-უკვლოდ დაკარგულ ორსულს ეძებენ.

მეწყერები ბრაზილიის მიკრორეგიონ რესიფიში უხვმა ნალექმა გამოიწვია. წვიმას ოთხშაბათის დილიდან არ გადაუღია. დანგრეულია რიგი შენობების კედლები, წაქცეულია ხეები, წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია.

დაახლოებით ორი ათასი ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.