ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს - ვიდეო

თავდაცვის ყოფილი მინისტრი სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ აიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ აიყვანეს.

ოქრუაშვილი „რუსთავი 2-ში", გადაცემა „ვანოს შოუს" ჩაწერაზე იმყოფებოდა. სამაუწყებლო კომპანიიდან გასვლის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს.