მსოფლიო დღეს

ინდოეთში ელვამ 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

ბოლო პერიოდში ინდოეთში ელვამ 80-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.
Sputnik

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ინდოეთის აღმოსავლეთით ბიხარისა და ჯარკჰანდის შტატებში ორი დღის განმავლობაში ელვამ 51 ადამიანი შეიწირა, იუწყება ტელეარხი NDTV პოლიციაზე დაყრდნობით.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის ჩრდილოეთით, უტარ-პრადეშის შტატში ელვის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა.

ტელეარხის ინფორმაციით, ბიხარის შტატში 39 ადამიანი, ჯარკჰანდში კი 12 ადამიანი დაიღუპა. შტატის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მსხვერპლთა ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ, გარდა ამისა, დაზარალებულებს ჩაუტარდებათ აუცილებელი მკურნალობა.